ავტორი:

აშშ-ში ზამთრის შტორმის გამო დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი: უახლესი ცნობები სტიქიის ზონიდან

აშშ-ში ზამთრის შტორმის გამო დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი: უახლესი ცნობები სტიქიის ზონიდან

შეერთებულ შტატებში ძლიერი თოვლისა და ყინვების გამო 24 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. განახლებული ინფორმაციით, თითქმის მილიონი აბონენტი დარჩენილია ელექტროენერგიის გარეშე, ხოლო აღმოსავლეთ შეერთებულ შტატებში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა. ტენესის შტატში ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა - ქვეყნის მასშტაბით 11 ადამიანია დაღუპული.

ლუიზიანას ჯანდაცვის დეპარტამენტმა კვირას დაადასტურა, რომ ორი მამაკაცი ჰიპოთერმიით გარდაიცვალა.

  • კვირას, უამინდობის გამო 10 000-ზე მეტი რეისი გაუქმდა, ხოლო კიდევ 930 რეისი გადაიდო. 1 მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა, რომელთაგან ყველაზე მეტი ტენესის, მისისიპის, ლუიზიანას და ტეხასის სამხრეთ შტატებშია. პრობლემა მხოლოდ ქარიშხლის გავლის შემდეგაც არ გაქრება, რადგან ძლიერი ყინული, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში ელექტროგადამცემ ხაზებს დააზიანებს.

24 შტატის, მათ შორის არკანზასის, ჯორჯიის, ტეხასის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს ფართომასშტაბიანი გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოების მოსამზადებლად, რაც საჭირო იქნება ქარიშხლის დასრულების შემდეგ.

“ტენესის შტატის ქალაქ ნოქსვილში წაქცეულმა ხემ სახლი დააზიანა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი და ორი ძაღლი უსახლკაროდ დარჩა“, - განაცხადა კვირას ადგილობრივმა სახანძრო სამსახურმა.

სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ თოვა ორშაბათამდე გაგრძელდება, რასაც ძლიერი ყინვა და ქარი მოჰყვება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გაართულებს საგანგებო სამსახურების მუშაობას.

„თოვლი მომავალ კვირამდე გაგრძელდება, ხოლო ყინვა ზედაპირს სახიფათოს გახდის როგორც მანქანით, ასევე ფეხით სასიარულოდ“, - განაცხადა ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა (NWS).

ვირჯინიასა და კენტაკის შტატებში ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გზებზე ავარიის ასობით შემთხვევა დაფიქსირდა.

აშშ-ის სატრანსპორტო ხელისუფლებამ, მათ შორის რამდენიმე მსხვილი ქალაქის აეროპორტის ადმინისტრაციამ, განცხადებაში მოახლოებული კოლაფსის შესახებ გააფრთხილა.

ქვეყნის მასშტაბით სასურსათო მაღაზიების თაროები სწრაფად ცარიელდება. ნიუ-ჯერსის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ნიუ-იორკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში, მოსალოდნელია 25-დან 36 სმ-მდე თოვლის საფარი. ძლიერი თოვლი ასევე დაფიქსირდა მემფისში, ნეშვილში, ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, ბალტიმორსა და ფილადელფიაში.

შტატების თითქმის ნახევარმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სკოლებმა დღეს დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესი გააუქმეს, ან დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

წყარო

იხილეთ ასევე: