20 იანვარს ტყეში, სიკვდილამდე ნაცემი იპოვეს TikTok-ის ვარსკვლავი კო ტინ ზავ ჰტვე (Ko Tin Zaw Htwe). 25 წლის სოციალური მედიის ვარსკვლავს მხოლოდ TikTok-ზე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. სხვა პლატფორმებზე კი რამდენიმე ათეული ათასი.
მას საკმაოდ უწყინარი კონტენტი ჰქონდა - ცეკვავდა და სინქრონულად მღეროდა სხვადასხვა სიმღერების ფონზე.

გამოცემის ინფორმაციით, 20 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, მაე სოტის პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება დიდი ხის ქვეშ, ბალახიან ადგილას ცხედრის აღმოჩენის შესახებ. ადგილზე მისულმა პოლიციამ აღმოაჩინა, რომ სოციალური მედიის ვარსკვლავის ცხედარი დასახიჩრებული იყო.
მოკლულის ბოლო პოსტი TikTok-ზე 19 იანვრით თარიღდება, სადაც ის ცეკვავს და ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნება.