"საჰაერო ტაქსი“ შესაძლოა, მალე ნიუ-იორკში გამოჩნდეს - გასულ კვირას მანჰეტენში პრეზენტაციაზე დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Vertical Aerospace-მა თავისი ფუტურისტული თვითმფრინავი, Valo წარადგინა.

მფრინავი ელექტრომობილის "ჰიბრიდულ“ ვერსიას ექვსამდე მგზავრის გადაყვანა და 1 600 კმ-ის მანძილის დაფარვა შეუძლია. ჯერჯერობით უცნობია რა ეღირება მფრინავი ელექტრომობილით მგზავრობა.

ტექნოლოგიურმა კომპანიამ უკვე მიიღო თითქმის 1 500 წინასწარი შეკვეთა - მის ძირითად მომხმარებლებს შორის არიან American Airlines, Avolon, Bristow და Japan Airlines.