მექსიკაში საფეხბურთო მოედანზე სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
სალამანკას მერმა, სეზარ პრიეტომ განაცხადა, რომ შემთხვევა ქალაქში არსებული „დანაშაულის ტალღის“ ნაწილია და დახმარებისთვის მექსიკის პრეზიდენტს, კლაუდია შეინბაუმს მიმართა.
"სამწუხაროდ, კრიმინალური დაჯგუფებები ხელისუფლების დამორჩილებას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ“, - აღნიშნა ქალაქის მერმა.