ჩინეთის ჩრდილოეთში, ფუიანგის ოლქში, მოთხილამურე ტურისტს თოვლის ლეოპარდი, იგივე ირბისი დაესხა თავს.
-
ეს მაშინ მოხდა, როდესაც მოთხილამურემ სასტუმროში დაბრუნების დროს იშვიათ ცხოველს მოჰკრა თვალი და მიუახლოვდა, რათა ფოტო გადაეღო.

მიუხედავად წინა დღეს ხელისუფლების მიერ გაკეთებული გაფრთხილებისა, რომ ახლომდებარე ტერიტორიაზე თოვლის ლეოპარდი იყო შემჩნეული და ადამიანებს სიფრთხილე გამოეჩინათ, ტურისტი მტაცებელს დაახლოებით სამი მეტრის მანძილზე მიუახლოვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მან ფოტოსთვის კარგი რაკურსის შერევა ვერ მოახერხა და ამიტომ ცხოველთან კიდევ უფრო ახლოს მივიდა, რასაც ლეოპარდის მხრიდან აგრესია მოჰყვა.

- მომხდარს რამდენიმე ადამიანი შეესწრო, რომლებმაც ცხოველის მოგერიება მოახერხეს და შემდეგ ქალი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

გადაღებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს ღრმა თოვლში, ლეოპარდის ქვეშ მოქცეული მოთხილამურე, სანამ დანარჩენი ადამიანები მის დასახმარებლად მიემართებიან. მომდევნო კადრში დაზარალებული სახეზე იფარებს ხელებს და სისხლდენა აღენიშნება.
- როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მოთხილამურის ჩაფხუტმა ტურისტი უფრო მძიმე დაზიანებებისგან იხსნა, თუმცა მას ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა მაინც დასჭირდა, სადაც მკურნალობას გადის და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.
წყარო