ავტორი:

"გეჩვენება, თითქოს არასდროს დასრულდება" - რას ჰყვება კაცი, რომელიც 101-სართულიან შენობაზე თოკისა და დამცავი ბადის გარეშე აცოცდა? (ფოტოები)

"გეჩვენება, თითქოს არასდროს დასრულდება" - რას ჰყვება კაცი, რომელიც 101-სართულიან შენობაზე თოკისა და დამცავი ბადის გარეშე აცოცდა? (ფოტოები)

“სრული კონცენტრაცია თვითოეულ მოძრაობაზე, ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ისევ და ისევ, ბოლოს კი ერთგვარად სივრცისა და დროის შეგრძნებას კარგავ“, - ასე აღწერა ალექს ჰონოლდმა თოკისა და უსაფრთხოების ბადეების გარეშე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შენობაზე ასვლის პროცესი. მან მიმდინარე წლის 25 იანვარს Taipei 101 დალაშქრა.

  • ამერიკელმა ალპინისტმა მსოფლიო პოპულარობა 2017 წელს მოიპოვა, როდესაც კალიფორნიის იოსემიტის ეროვნულ პარკში მდებარე “ელ კაპიტანი“ (პარკის ერთ–ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, 914 მეტრის სიმაღლის კლდე) უსაფრთხოების აღჭურვილობისა და თოკის გარეშე დალაშქრა.

  • ჰონოლდის თქმით, ცათამბჯენზე ასვლისას დროის შეგრძნება დაკარგა.

“ზემოთ აიხედავ და რასაც ხედავ, მხოლოდ შენობაა, სადამდეც თვალი მიწვდება, გეჩვენება, თითქოს არასდროს მთავრდება, თუმცა როდესაც უკვე წვერს უახლოვდები, ასვლა ცოტათი მარტივდება,

სწორედ იქ შეგიძლია ხედით დატკბე და შენი პოზიცია შეიგრძნო. ბოლო მონაკვეთი კი საერთოდ დაძაბულობის ნაცვლად "საპატიო გამარჯვების წრეს“ ჰგავდა“, - განაცხადა მოგვიანებით ალპინისტმა.

  • ტაიპეი 101 დაახლოებით 508 მეტრის ფოლადისა და მინისგან შექმნილი ცათამბჯენი აშენებისთანავე ტაივანის დედაქალაქის სიმბოლოდ იქცა.

2004–2010 წლებში ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის ტიტულს ატარებდა, რომელიც მოგვიანებით დუბაიში მდებარე ბურჯ ხალიფამ დაისაკუთრა.

101-სართულიან შენობაზე ასასვლელად ჰონოლდს დაახლოებით 1.5 საათი დასჭირდა.

"შენობის თავზე დგომა გაცილებით ნაკლებად საშიში ყოფილა, ვიდრე მისი კედელზე ცოცვა", - თქვა მოგვიანებით ღიმილით ალპინისტმა, რომელმაც შენობის წვერზე სამახსოვრო, ისტორიული სელფი გადაიღო.

ალექს ჰონოლდი პირველი ადამიანი არ არის, რომელმაც ტაიპეი 101 დალაშქრა.

2004 წელს ფრანგმა ალენ რობერმა, რომელიც “სპაიდერმენის“ სახელით არის ცნობილი, შენობაზე ასვლას ოთხი საათი მოანდომა, თუმცა ჰონოლდისგან განსხვავებით, მას უსაფრთხოების თოკი ჰქონდა მობმული.

წყარო