ავტორი:

"ირანთან დიდი არმადა გვყავს... არაერთხელ დარეკეს, საუბარი სურთ" - რას ამბობს დონალდ ტრამპი ირანზე შესაძლო დარტყმების შესახებ და რა კულუარულ დეტალებზე წერს Axios?

"ირანთან დიდი არმადა გვყავს... არაერთხელ დარეკეს, საუბარი სურთ" - რას ამბობს დონალდ ტრამპი ირანზე შესაძლო დარტყმების შესახებ და რა კულუარულ დეტალებზე წერს Axios?

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან დაკავშირებული სიტუაცია ცვალებადია, რადგან მან რეგიონში "დიდი არმადა“ გაგზავნა, თუმცა ფიქრობს, რომ თეირანს ნამდვილად სურს შეთანხმების დადება.

  • "ირანთან ახლოს დიდი არმადა გვყავს. ვენესუელაზე დიდი“, - განაცხადა ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში, თუმცა დასძინა, რომ დიპლომატია კვლავ ვარიანტად რჩება.

"მათ შეთანხმების დადება სურთ. მე ასე ვიცი. არაერთხელ დარეკეს. მათ საუბარი სურთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

Axios-ი, წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ირანზე დარტყმების შესახებ. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ამ კვირაში ამ საკითხზე კონსულტაციებს გამართავს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ავიამზიდ "აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი აშშ-ის სამხედრო ძალების ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდა, რომელიც ირანსაც მოიცავს.