აშშ-ში ზამთრის შტორმით გამოწვეული ქაოსი გრძელდება. სტიქიის გამო გამოწვეული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ქვეყნის უმეტეს შტატში მცხოვრები 200 მილიონზე მეტი ადამიანი.
ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, რიგ შტატებში თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრამდე იყო. სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ამ შაბათ-კვირას კიდევ ერთი შტორმია მოსალოდნელი.
ვებსაიტ poweroutage.us-ის თანახმად ელექტროენერგია ასობით ათას მომხმარებელს აღუდგა, თუმცა, ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებელი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
FlightAware-ის მონაცემებით, ავიაკომპანიებმა კვირას 11 600-ზე მეტი რეისი გააუქმეს. ორშაბათს კი აშშ-ში 6000-ზე მეტი რეისი გაუქმდა.
იხილეთ ასევე: