რუსულმა ძალებმა 27 იანვრის ღამეს ოდესას დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელ შენობები დაზიანდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი, საცხოვრებელი შენობები და სამშენებლო მოედანი.
დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.
უწყების ცნობით, თავდასხმამ ორსართულიანი საცხოვრებელი შენობა დააზიანა. სხვა მისამართზე, ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე მდებარე ბინა დაინგრა. ასევე დაინგრა ოთხსართულიანი საცხოვრებელ შენობაში მდებარე ბინები.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავებულებს შორის 5 ბავშვია.