ავტორი:

აპოკალიფსური კადრები სიცილიიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა - ევაკუირებულია 1000-ზე მეტი ადამიანი

აპოკალიფსური კადრები სიცილიიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა - ევაკუირებულია 1000-ზე მეტი ადამიანი

იტალიაში, სიცილიის პატარა ქალაქ ნიშემში, სტიქიამ მეწყერი გამოიწვია - შედეგად, 1000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

  • სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ნელო მუსუმეჩის განცხადებით,, მეწყრის ხაზი ამჟამად ოთხ კილომეტრზე ვრცელდება.

მეწყრის შედეგად დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხელისუფლების ცნობთ, ზარალი 740 მლნ ევროს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულები ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში მოწყობილ დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.

გასულ კვირას შტორმი "ჰარი“ სიცილიის სანაპირო ზოლს დაატყდა თავს, რასაც ძლიერი წვიმა მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ინტენსიურმა ნალექმა კი მეწყერი გამოიწვია. ერთ-ერთ ქალაქში მეწყერი სასაფლაოზე ჩამოწვა - კროტონეში, კლდის პირას მდებარე სასაფლაოს ქვემოთ არსებულ ხევში, დაახლოებით 20 საფლავი ჩავარდა.

წყარო