ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ბავშვების მიერ მაგნიტების გადაყლაპვის მძიმე შემთხვევებზე. სულ ახლახან, 5 წლამდე ასაკის ბავშვმა 16-მდე მაგნიტი გადაყლაპა და ორი კვირა საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა. გასულ დეკემბერში კი კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც 10 წლის ბავშვის ორგანიზმიდან მაგნიტის გამოსვლას მშობლები რამდენიმე დღის განმავლობაში, შიშითა და შფოთვით ელოდნენ.
ეს ნივთები, რომლებიც ხშირად სენსორული თამაშებისთვის გამოიყენება და საკანცელარიო მაღაზიებში თავისუფლად იყიდება, ერთი შეხედვით უწყინარ გასართობს ჰგავს. თუმცა, როდესაც საქმე ბავშვების ჯანმრთელობას ეხება, „უწყინარი“ ნივთი შეიძლება უდიდეს რისკად იქცეს.
რა საფრთხეს შეიცავს მაგნიტი, რატომ არის ის სხვა მეტალებზე საშიში და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი კრიტიკულ სიტუაციაში? ამ თემაზე კლინიკა იაშვილისა და „კურაციოს“ ექიმები გვესაუბრებიან.... წაიკითხეთ ვრცლად