ავტორი:

"მოპარული" მასალით გაჩენილი შვილი და ქართველი ცოლი, რომელმაც მიხეილ ხუბუტიას იულია ვანის სკანდალი აპატია - რა მოხდა ტელეშოუში სტუმრობისას

"მოპარული" მასალით გაჩენილი შვილი და ქართველი ცოლი, რომელმაც მიხეილ ხუბუტიას იულია ვანის სკანდალი აპატია - რა მოხდა ტელეშოუში სტუმრობისას

მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ყოფილი მინისტრი და გავლენიანი ბიზნესმენი, მიხეილ ხუბუტია, 8-თვიანი დუმილის შემდეგ სკანდალურ აღსარებას აბარებს. ისტორია, რომელიც 2025 წლის აპრილში „ნაჯახით თავდასხმით“ და სისხლიანი კადრებით დაიწყო, სინამდვილეში ბევრად უფრო ბნელ და დაუჯერებელ დეტალებს მალავს. ცოლ-ქმარი მალახოვის შოუს სტუმრობდნენ.

სუროგაციის ნაცვლად მოტყუებით დაორსულება?

ხუბუტია იხსენებს, რომ მოდელ იულია ვანთან (ნამდვილი გვარი ივანოვა) ურთიერთობა თავიდანვე ფინანსურ გარიგებაზე იყო აგებული. მოდელმა მას ე.წ. „ბიზნეს-პრაისით“ მიმართა: თვეში 1 მილიონი რუბლი (დაახლოებით $10,000), რაც 10 ღამეს, ორ ცეკვასა და „გამოძახებით“ მომსახურებას მოიცავდა.

ამ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი დეტალი ბავშვის გაჩენის საკითხია. მას შემდეგ, რაც ხუბუტიამ და მისმა მეუღლემ, ეკამ, შვილი დაკარგეს, ეკა თავად სთხოვდა ქმარს, კიდევ ერთი შვილი სუროგატი დედის დახმარებით გაეჩინათ. მასალის შეგროვების პროცესში ხუბუტიამ დახმარებისთვის იულიას მიმართა.

"მას უნდა დახმარებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. სწორედ მაშინ დავშორდით, თუმცა იანვარში მითხრა: „მიშ, ორსულად ვარ“. მან ყველაფერი გააკეთა, რომ მასალა თავისთვის შეენახა და დაორსულებულიყო. მე რელიგიური და წესიერი ადამიანი ვარ - მომატყუა, მაგრამ არ მივატოვე. ახლა სერიოზულად მეეჭვება, რომ ეს ჩემი შვილი იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთდროულად სხვადასხვა ადამიანს ხვდებოდა“, - ამბობს ხუბუტია.

წყვილს ქალიშვილი, ნიკოლი ჰყავს. მიხეილის თქმით, მან იგრძნო, რომ შვილის დედაზე უნდა ეზრუნა და იულიას სახლი, მანქანა და ბიზნესი უყიდა, თუმცა კონფლიქტი სწორედ ბავშვის მოვლის გამო დაიწყო. ხუბუტია იხსენებს, რომ მოდელი ცუდი დედა იყო და მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ იულიამ გოგონა ღამით სახლში მარტო დატოვა, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

"საბედისწერო ქალი" და დაღუპული მდიდარი მსხვერპლი

პროგრამაში გასაჯაროვდა ინფორმაცია იულია ვანის წარსულზეც. სოჭის მკვიდრი, ანა კირსანოვა ჰყვება ისტორიას მამაკაცზე, სახელად კორენი, რომელიც იულიამ ფაქტობრივად გაანადგურა. კორენმა მოდელის გამო ყველაფერი გაყიდა, ბოლოს კი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. იულიას „საბედისწერო ქალს“ უწოდებენ, რომელსაც მამაკაცებისთვის მხოლოდ უბედურება მოაქვს.

შავი მაგია: "ჩაიში რაღაცებს მიმატებდა"

აღმოჩნდა, რომ მოდელი და დედამისი წლების განმავლობაში იყენებდნენ ოკულტურ მეთოდებს მდიდარი მამაკაცების დასამორჩილებლად. გასაჯაროვდა ჩანაწერები, სადაც იულია „ჯადოქარს“ ხუბუტიას „დამონებას“ და ცოლთან დაშორებას სთხოვს.

"დარწმუნებული ვარ, ჩაიში რაღაცებს მიმატებდა. მას ჩემი სიკვდილი და ქონების ხელში ჩაგდება სურდა. მისი მიზანი იყო, ან ციხეში ჩავესვი, ან საერთოდ მოვეკალი,“ - ამბობს ბიზნესმენი.

ეკა ხუბუტია: „შევხედე და შემეცოდა...“

ამ ამბავში ყველაზე შეურაცხყოფილი ფიგურა ხუბუტიას მეუღლე, ეკა აღმოჩნდა. 39-წლიანი თანაცხოვრებისა და შვილის დაკარგვის ტრაგედიის შემდეგ, ეკამ შეძლო და ქმარს ღალატი აპატია.

"ის ისეთი გატეხილი და საცოდავი დამხვდა, რომ გული მომიკვდა. მუხლებში ჩამივარდა, ტიროდა... 39 წელი ერთად ვართ, ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ. დიახ, მან მიღალატა, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მისი მიტოვება არ შემეძლო. ის ჩემი სხეულის ნაწილია.“

მოულოდნელი ფინალი: ქორწილი პირდაპირ ეთერში

8-თვიანი შინაპატიმრობის შემდეგ, მიხეილ ხუბუტიამ გადაწყვიტა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც მას არასდროს უღალატა, მისი ცოლია. ინტერვიუს დასასრულს, ბიზნესმენი ცოლის წინ მუხლებზე დაეშვა, ბეჭედი მიართვა და ოფიციალურად სთხოვა ხელი.

ეკამ ქმარს აპატია. დღეს ხუბუტია ამბობს, რომ იულია ვანის ჯადოები „განეიტრალებულია“ და ის თავის ერთადერთ „დედოფალთან“ ერთად იწყებს ცხოვრებას ახალი ფურცლიდან.

წაიკითხეთ ასევე: