ავტორი:

მილიონ დოლარად შეძენილი ბინა, კომერციული ფართები და წილები სხვადასხვა კომპანიებში - რა ქონებას ფლობს დაკავებული ექსმაღალჩინოსნის ოჯახი

მილიონ დოლარად შეძენილი ბინა, კომერციული ფართები და წილები სხვადასხვა კომპანიებში - რა ქონებას ფლობს დაკავებული ექსმაღალჩინოსნის ოჯახი

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს მისი ადვოკატიც, თუმცა კონკრეტული მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

  • შეგახსენებთ, რომ ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2022 წელს, ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობას 2024 წლის მარტამდე იკავებდა.

ცნობისთვის, გასული წლის ივლისში დააკავეს ექსმაღალჩინოსან ილია ღუდუშაურის ძმაც - თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური. საბოლოოდ, თანხის გაფლანგვაში ბრალდებული მაღალჩინოსანი 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.

ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე.

ილია ღუდუშაურმა ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის მაისში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია: თბილისში 90.47 კვ.მ ბინა, რომელიც 2017 წელს 1 080 000 აშშ დოლარად შეიძინა; ასევე, 2019 წელს შეძენილი 4 კომერციული ფართი, რომელთა საერთო ღირებულება 676 000 ლარის შეადგენდა.

გარდა ამისა, ილია ღუდუშაურის მეუღლის გვანცა გამეზარდაშვილის სახელზეა: 2019 წელს 30 000 დოლარად შეძენილი სახლი თბილისში და კომერციული ფართის 10.1%, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა.

დოკუმენტის მიხედვით, დეკლარაციის შევსების მომენტში ილია ღუდუშაური სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ფლობდა: 13 694 ლარს და 2178 აშშ დოლარს. ხოლო ნაღდი ფულის სახით - 10 000 დოლარის დანაზოგს....განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: