ავტორი:

"ზელენსკი მზად არის, ორი საკვანძო საკითხის გადასაწყვეტად, პუტინს შეხვდეს" - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

"ზელენსკი მზად არის, ორი საკვანძო საკითხის გადასაწყვეტად, პუტინს შეხვდეს" - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

ზელენსკი მზად არის, პუტინს შეხვდეს ორი საკვანძო საკითხის გადასაწყვეტად. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უკრაინულ გამოცემა “ევროპეისკაია პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა.

  • კერძოდ, სიბიგამ დაადასტურა, რომ სამშვიდობო პროცესის ჩარჩოში მოუგვარებელი რჩება ორი ყველაზე სენსიტიური საკითხი: ტერიტორიებთან და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამომავლო კონტროლთან დაკავშირებით.

“სწორედ მათ გადასაწყვეტად პრეზიდენტი მზად არის პუტინს შეხვდეს და ეს განიხილოს. თუმცა, სამშვიდობო პროცესში დაბრკოლებად კვლავ რუსეთი რჩება,” - განაცხადა სიბიგამ.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან შეხვედრის საჭიროებას ვერ ხედავს.

“პარალელურ მიმართულებებს არ უნდა ვქმნიდეთ. არის ფორმირებული სამომლაპარაკებლო გუნდები, რომლებშიც საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმომადგენლებიც შედიან, ხოლო დამატებითი მიმართულებების შექმნა დროული არაა, საჭირო არაა,” - განაცხადა სიბიგამ.