ავტორი:

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა

გარდაბანში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა.

მოზარდი ავტომაგისტრალის გადაკვეთას ცდილობდა, როდესაც მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიცია.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.