ავტორი:

“ჰეი, დიდო კაცო, რატომ არ უშლით ხელს რუსებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისთვის Starlink-ის გამოყენებაში?“ - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილონ მასკს

“ჰეი, დიდო კაცო, რატომ არ უშლით ხელს რუსებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისთვის Starlink-ის გამოყენებაში?“ - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილონ მასკს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკს მოუწოდებს, რუსეთს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტ სერვისზე წვდომა შეუწყვიტოს.

„ჰეი, დიდო კაცო, ილონ მასკ, რატომ არ უშლით ხელს რუსებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისთვის Starlink-ის გამოყენებაში? ომის დანაშაულებზე ფულის გამომუშავებამ შეიძლება თქვენი ბრენდი დააზიანოს“, - დაწერა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა X-ზე.

რადოსლავ სიკორსკიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ში დაფუძნებულმა „ომის შესწავლის ინსტიტუტმა“ განაცხადა, რომ რუსეთის არმია Starlink-ის თანამგზავრებს უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმების განსახორციელებლად იყენებს.