ავტორი:

კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსის აფეთქება?! -  რა არის ნიპას ვირუსი, რა სიმპტომები ახასიათებს და რამდენმა ქვეყანამ აამოქმედა აეროპორტებში საგანგებო ზომები

კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსის აფეთქება?! -  რა არის ნიპას ვირუსი, რა სიმპტომები ახასიათებს და რამდენმა ქვეყანამ აამოქმედა აეროპორტებში საგანგებო ზომები

ინდოეთის დასავლეთით, ბენგალის შტატში, მომაკვდინებელი ნიპას ვირუსის აფეთქებამ აზიის ზოგიერთი ქვეყანა აიძულა განსაკუთრებული ზომები მიეღოთ. რამდენიმე აეროპორტში კვლავ ამოქმედდა COVID-19-ის პანდემიის მსგავსი ჯანმრთელობის კონტროლის პროცედურები.

ტაილანდმა დასავლეთ ბენგალიდან რეისების მიმღებ სამ აეროპორტში მგზავრების შემოწმება დაიწყო. იგივე პროცედურები დანერგა ნეპალმაც. ისინი აეროპორტებში მგზავრებს ტემპერატურას უმოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში სპეციალურ ტესტირებასაც სთავაზობენ.

  • ვირუსს მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს და მის წინააღმდეგ დამტკიცებული ვაქცინა ან მედიკამენტი არ არსებობს. არსებული მონაცემებით, ინფიცირებულთა 40–75% ფატალურად ასრულებს დაავადებას.

განგაშის სიგნალი იანვრის დასაწყისში ჩაირთო, მას შემდეგ რაც ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში 5 ადამიანს დაუდასტურდა ინფექცია.

The Telegraph-თან საუბრისას ჯანმრთელობისა და ოჯახის კეთილდღეობის დეპარტამენტის მთავარი მდივანი ნარაიან სვარ ნიგამი აცხადებს, რომ „კერძო საავადმყოფოს 2 მედდა ნიპას ვირუსით არის ინფიცირებული, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.“

  • რა არის ნიპას ვირუსი?

ნიპას ვირუსი ცხოველებიდან ადამიანზე გადადის. მისი ძირითადი მატარებლები არიან ღამურები და ღორები. ვირუსი ასევე შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული საკვების მიღებისას ან უშუალო ადამიანიდან ადამიანზე კონტაქტით.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ნიპას ვირუსის სიკვდილიანობა 40–75%-ს აღწევს, რაც მას უკიდურესად საშიშ ინფექციად აქცევს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არც ვაქცინა და არც სპეციალური მედიკამენტი, რომელიც ადამიანებს ან ცხოველებს ნიპას ვირუსისგან დაიცავს. განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ასევე: