ავტორი:

"უფსკრული ფართოვდება" - კლდის პირას გადმოკიდებული სახლები, ასობით ევაკუირებული: კადრები სიცილიის პატარა ქალაქიდან, რომელსაც მეწყერი ანადგურებს

"უფსკრული ფართოვდება" - კლდის პირას გადმოკიდებული სახლები, ასობით ევაკუირებული:  კადრები სიცილიის პატარა ქალაქიდან, რომელსაც მეწყერი ანადგურებს

სიცილიაში, ერთ-ერთ გორაკზე მდებარე პატარა ქალაქი ნიშემი მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზარალა. უკვე მეორე დღეა რაც მედიაში აპოკალიფსური კადრები ვრცელდება.

  • ქალაქის მერი აცხადებს, რომ "სიტუაცია სავალალოა". გავრცელებულ ფოტო და ვიდეო კადრებზე ჩანს, რომ ჩამოშლილია გორაკი მთელ სიგრძეზე, ხოლო სახლები სახიფათოდ არის კლდის პირას დარჩენილი.

სახლებიდან ადამიანები უკვე ევაკუირებულები არიან - გაყვანილია დაახლოებით,1500 ადამიანი.

როგორც ცნობილი ხდება, უფსკრული კვლავ ფართოვდება, რამაც საბოლოოდ შეიძლება ქალაქის ისტორიული ცენტრის განადგურებაც გამოიწვიოს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მეწყრის შედეგად არავინ დაშავებულა, მხოლოდ სახლები დაზიანდა.

ნიშემის მოსახლეობა დაახლოებით 25 000 ადამიანია. ევაკუირებულთა ნაწილი ახლობლებთან რჩება, ხოლო ნაწილმა ადგილობრივ სპორტდარბაზს შეაფარა თავი.

ნახეთ ვიდეო: