აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბაქოში ერთ-ერთ საელჩოზე ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აღკვეთა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ტერორისტული თავდასხმის ჩაშლის შესახებ ცნობილი გახდა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის დროს.

26 იანვარს მან შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან.
ვიზიტის დროს საარმა განიხილა ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, მათ შორის, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა.
ზუსტად არ არის ცნობილი, როდის დააკავეს ბრალდებულები. ისრაელის წყაროები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა შესაძლოა, ნოემბერშიც კი იყო დაგეგმილი. იმ დროს ბაქოში ევროპელი რაბინების მნიშვნელოვანი კონფერენცია იგეგმებოდა. ღონისძიება საბოლოოდ ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების რეკომენდაციის შემდეგ გაუქმდა. კონფერენცია ისრაელში გადაიტანეს და 26 იანვარს გაიხსნა.
2021 წელს ავღანეთში "თალიბანის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, "ვილაიათ ხორასანი“ ნახევრად მიწისქვეშა ქსელად გარდაიქმნა და ავღანეთის გარეთ, ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში, გარე ოპერაციებსა და რეკრუტირებაზე იყო ორიენტირებული.
გაეროს ექსპერტების მონაცემებით, ჯგუფს 3-ათსამდე წევრი ჰყავს. "ვილაიატ ხორასანი“ პასუხისმგებელია 2021 წელს ქაბულის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც 180-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ირანსა და პაკისტანში განხორციელებულ თავდასხმებზე, ასევე რეგიონის გარეთ განხორციელებულ თავდასხმის მცდელობებსა და თავდასხმებზე.