ადგილობრივი ხელისუფლებისა და საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ზამთრის შტორმის შედეგად აშშ-ის 14 შტატში სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილი თოვლით და ყინულით არის დაფარული. ტემპერატურის მატებას კი თებერვლამდე არ ელოდებიან.
ზამთრის შტორმი აშშ-ში პარასკევს დაიწყო, რამაც პრობლემები გამოიწვია. სტიქიის შედეგად პარალიზებული გახდა საავტომობილო მოძრაობა, გაუქმდა ფრენები, მილიონამდე აბონენტს გაეთიშა ელექტროენერგიის მიწოდება და დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
უამინდობის გამო სამშაბათს აშშ-ში დაახლოებით 2190 ავიარეისი გაუქმდა და 4630-ზე მეტი გადაიდო.
დღეის მდგომარეობით, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილი აქვს, თუმცა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში 550 000-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ ელოდება ქსელების აღდგენას.
„ჯერჯერობით არ ვიცით, ყველა შემთხვევა ჰიპოთერმიას უკავშირდება თუ არა, მაგრამ ყველა ნიუ-იორკელი მზადყოფნაში უნდა იყოს“, - აღნიშნა მამდანიმ.
ასევე, მამდანის თქმით, დაახლოებით 500 უსახლკარო პირი, რომლებიც ქუჩებსა და მეტროში ცხოვრობენ, პოლიციამ თავშესაფრებში გადაიყვანა.
უამინდობის გამო თებერვლამდე გადაიდო ნიუ-იორკში მყოფი უსახლკაროების აღწერა-აღრიცხვა.
აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დაბალი ტემპერატურა მიმდინარე კვირის ბოლომდე და მომდევნო კვირის დასაწყისშიც შენარჩუნდება.
იხილეთ ასევე: