ავტორი:

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა მოსკოვში ჩავიდა

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა მოსკოვში ჩავიდა

სირიის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სირიის პრეზიდენტი, კრემლში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცნობით, სირიისა და რუსეთის პრეზიდენტები ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ.

"შეხვედრაზე ეკონომიკურ საკითხებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ“, - აღნიშნა პესკოვმა.