კვლევამ ობობა-მაიმუნებში პრიმატების აქამდე უცნობი უნარი გამოავლინა - როგორც აღმოჩნდა, მათ საკვების პოვნის საკუთარი სისტემა აქვთ და ერთმანეთში ინფორმაციას ამ სისტემის მიხედვით ავრცელებენ.
ჟურნალ NJP Complexity-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია:
"მაგალითად, თუ ინდივიდების ერთი ჯგუფი ავრცელებდა ინფორმაციას საკვების ადგილმდებარეობის შესახებ, ხოლო მეორე ჯგუფი ინფორმაციას მისი დამწიფების დროის შესახებ - საბოლოოდ ორივე მხარე აერთიანებდა ცოდნას და ყველა მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა ზუსტად იმ ადგილზე და იმ დროს მისულიყვნენ საკვებად, როდესაც ის საუკეთესო მდგომარეობაში იყო".
კვლევამ დაასკვნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები "ბუნებრივ გარემოში კოლექტიური ინტელექტის დამაჯერებელ მაგალითს“ წარმოადგენს და პრიმატებში ინტელექტის ახალ საფეხურზე გადასვლას ნიშნავს.
კვლევაში მონაწილეობდნენ ჰერიოტ-ვატის უნივერსიტეტის, ედინბურგის უნივერსიტეტის და მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის მეცნიერები.
ჯგუფმა ობობა მაიმუნთა ჯგუფების მონაცემები 2012 წლის იანვრიდან 2017 წლის დეკემბრამდე პერიოდში შეაგროვეს და გააანალიზეს.
ეს სახეობა გადაშენების პირას მყოფად მიიჩნევა.
იხილეთ ასევე: