ავტორი:

“ნამყოფი ვარ გრენლანდიაში, გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად“ - მიხეილ სააკაშვილი

“ნამყოფი ვარ გრენლანდიაში, გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად“ - მიხეილ სააკაშვილი

“მე ნამყოფი ვარ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გრენლანდიაში, სადაც გავჩერდი თეთრ სახლში მორიგ ვიზიტზე მიმავალი, მახსოვს იქ გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად,“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის “ფეისბუქგვერდზე“ წერს და აღნიშნავს, რომ კუნზულზე მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა ძალიან პატარაა, ამიტომ მხარს უჭერს დონალდ ტრამპის ინიციატივას, ბაზების გაფართოებასთან ერთად, მეტი კონტროლის დამყარებაზე.

“მე ასევე ვყოფილვარ ამერიკულ ბაზებზე ჰელმანდში, ავღანეთში და ინჯილიკში, თურქეთში და მინდა ვთქვა, რომ გრენლანდიის ბაზა დანარჩენ ბაზებთან შედარებით უბრალოდ პაწაწინაა, ამიტომ ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად და რა თქმა უნდა, დანიის და გრენლანდიის თანხმობით და საერთაშორისო სამართლის ყველა წესის დაცვით დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნება,“ - წერს სააკაშვილი.