ცნობილი გახდა, რომ UFC-ის ორგზის ჩემპიონი, ილია თოფურია ყიდის ესპანეთში, კერძოდ ბოადილია-დელ-მონტეში მდებარე ვილას, სადაც მებრძოლი ყოფილ მეუღლესთან - ჯორჯინა უზკატეგუისთან ერთად ცხოვრობდა.
ესპანური მედიის ინფორმაციით სასახლე მადრიდის პრესტიჟულ უბანში, Las Lomas-ში მდებარეობს და 3.5 მილიონ ევროდ იყიდება. ეს ასევე ის ადგილია, სადაც თოფურია თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლებისთვის ემზადებოდა.
“მე შევიძენ შენს სახლს თუ დათანხმდები, რომ მომდევნო ორთაბრძოლას ჩემთან გამართავ,“ - წერს UFC-ის სომეხი მებრძოლი.
არმან ცარუკიანი დიდი ხანია ილია თოფურიასთან ბრძოლას ითხოვს, თუმცა მისი წინადადება ჯერ სერიოზულად არ განიხილება.
იხილეთ ასევე: