რობერტ ფიცომ ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის "ფსიქოლოგიური მდგომარეობით“ შეშფოთებული იყო, - ინფორმაციას Politico ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიპლომატების განცხადებით, ფიცომ ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის "გონებრივი მდგომარეობით“ შოკირებული დარჩა.
მათივე ცნობით, ფიცომ აღნიშნული განცხადება ევროკავშირის რამდენიმე ლიდერთან არაოფიციალურ შეხვედრაზე გააკეთა და არა ევროპული საბჭოს სამიტის ფარგლებში.
"მარ-ა-ლაგოში გამართული შეხვედრა პოზიტიური და ნაყოფიერი იყო“, - აღნიშნა კელიმ.