კურსკის ოლქის 43 წლის მცხოვრები სვეტლანა ტოლკაჩევა სამშობლოს ღალატის ბრალდებით (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლი) დააკავეს - ორგანიზაცია Volunteers.Tbilisi-ის თბილისელ მოხალისესთან მიმოწერისთვის. ამის შესახებ რუსული პროექტი "მემორიალი“ იტყობინება.
"ჩვენი წყარო იუწყება, რომ FSB-ის ოფიცრებმა სტანისლავ ბაზდირევმა და ალექსანდრე გორლოვმა ტოლკაჩოვა ელექტროშოკით აწამეს. ის იძულებული გახდა, დაკითხვის ოქმისთვის ხელი მოეწერა მაშინ როცა ეს ოქმი წაკითხულიც კი არ ჰქონდა
მოხალისე ალექსეი ლებედევთან მიმოწერა კი საქმის გასაყალბებლად გამოიყენეს. ამ "ოპერატიული ზომების“ შემდეგ, ქალის ტელეფონზე გამოჩნდა სვასტიკისა და აზოვის ემბლემის სურათები, რომლებიც მანამდე იქ არ იყო“, - წერს "მემორიალი".
ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, ტოლკაჩევა ორგანიზაცია "Volunteers.Tbilisi“-სთვის შეწირულობებს 2022 წლის ზაფხულიდან ახორციელებდა. 2023 წელს მას საქართველოში მოხალისედ ჩამოსვლა სურდა, მაგრამ კიბოს გამო ამის გაკეთება ვერ შეძლო.
"Volunteers.Tbilisi“-ს გუნდმა ომის მსხვერპლთა დახმარება 2022 წლის მარტში დაიწყო. ცოტა ხნის წინ, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საქართველოში ჰუმანიტარულ დახმარებასა და საქმიანობას წყვეტდა და მხოლოდ საკონსულტაციო მომსახურებას ინარჩუნებდა.