სირიის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცნობით, შეხვედრისას სირიისა და რუსეთის პრეზიდენტები ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს ას-შარაას ადმინისტრაციაც.

"პუტინმა დაადასტურა თავისი ერთგულება ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართ სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში. მან აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ღრმად არის ფესვგადგმული და უწყვეტ განვითარებას განიცდის და რომ ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიების სირიის სახელმწიფოს მმართველობაში დაბრუნება სირიის ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სირიის ყოფილი ლიდერი, ბაშარ ალ-ასადი ამ დრომდე მოსკოვშია და ოჯახთან ერთად იქ მიღებული პოლიტიკური თავშესაფრით სარგებლობს.
მაშინ, როცა ასადი მოსკოვშია, სირიის ახალმა ლიდერმა პუტინთან კრემლში უკვე მეორე შეხვედრა გამართა - ალ-შარაასა და პუტინის აუდიენციის დეტალები