უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები უკრაინაზე ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან.
მისი თქმით, ყველამ, ვისაც ნამდვილად სურს მშვიდობა, უნდა იფიქროს, თუ როგორ უზრუნველყოს, რომ რუსები ემზადებოდნენ არა ახალი მასიური თავდასხმებისთვის, არამედ ომის დასრულებისთვის. ზელენსკის მტკიცებით, მსოფლიოს აქვს ძალა, რომ ეს უზრუნველყოს.