ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპი დასრულდა და გუშინ ამ ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა. პსჟ საკუთარ მოედანზე "ნიუკასლს" დაუპირისპირდა და მატჩი ანგარიშით 1-1 დასრულდა.
ამ შედეგით პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის 8 საუკეთესო კლუბს შორის ვერ მოხვდა და მერვედფინალისთვის პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩის შემდგე, მედიასთან ისაუბრა ამ თემაზე და თქვა, რომ შიშობს, შესაძლოა რთული ტრავმა აღმოჩნდეს.
"ტრავმის გამო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე დავკარგეთ; ხუთშაბათს მას სამედიცინო კვლევა ჩაუტარდება და თუ საქმე კოჭს ეხება, ეს რთული პრობლემაა", - თქვა ლუის ენრიკემ.