რუსების მიერ ზაპოროჟიეს ოლქში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფედოროვის განცხადებით, დარტყმის შედეგად განადგურდა ინფრასტრუქტურა.


„რუსებმა ვოლნიანსკში კერძო სახლებზე დრონებით იერიში მიიტანეს. სახლები განადგურდა და ხანძარი გაჩნდა. სამწუხაროდ, ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაიღუპა, ერთი მამაკაცი კი დაშავდა“, - განაცხადა ფიოდოროვმა.
მაშველების ცნობით, დაზიანდა 7 კერძო სახლი და ერთი დაინგრა.