ჩვენი მამაცი შეიარაღებული ძალები მზად არიან - თითები სასხლეტზე აქვთ - დაუყოვნებლივ და ძლიერად უპასუხონ ჩვენი საყვარელი მიწის, ზღვისა და ჰაერის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ აგრესიას, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ირანი ყოველთვის მიესალმება ურთიერთსასარგებლო, სამართლიან და თანასწორ ბირთვულ შეთანხმებას და მას ბირთვული იარაღის მოპოვება არასდროს უცდია.
"ამავდროულად, ირანი ყოველთვის მიესალმება ურთიერთსასარგებლო, სამართლიან და თანასწორ ბირთვულ შეთანხმებას. შექმნილს თანასწორობის საფუძველზე, იძულების, მუქარისა და დაშინების გარეშე - რომელიც უზრუნველყოფს ირანის უფლებას მშვიდობიან ბირთვულ ტექნოლოგიაზე და ბირთვული იარაღის არსებობას გამორიცხავს.
ასეთ იარაღს ჩვენს უსაფრთხოების გათვლებში ადგილი არ აქვს და არასდროს გვიცდია მისი მოპოვება“, - აცხადებს არაღჩი.