აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ალან პერსელის რეზიდენციაში, საქართველოში ვიზიტით მყოფ კონგრესის თანამშრომლების დელეგაციას ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხვდებიან.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულო ურთიერთობის აღდგენას შეეხება.
„ვისაუბრებთ იმაზე, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულო ურთიერთობა უნდა აღდგეს და უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში განხორციელდეს საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტები შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობით და უსაფრთხოების გარანტიებით",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.