ავტორი:

თაღლითობა, მკვლელობა, ტრეფიკინგი: ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს მინგების ოჯახის 11 წევრი - რას ედავებოდა მათ გამოძიება?

თაღლითობა, მკვლელობა, ტრეფიკინგი: ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს მინგების ოჯახის 11 წევრი - რას ედავებოდა მათ გამოძიება?

ჩინეთმა თაღლითური ცენტრების მმართველი ცნობილი ოჯახის 11 წევრი სიკვდილით დასაჯა. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მედია იტყობინება.

  • ჟიჟიანგის პროვინციის სასამართლომ მინგების ოჯახის წევრები გასული წლის სექტემბერში გაასამართლა. მათ ბრალად ედებოდათ მკვლელობა, ადამიანების უკანონო დაკავება, თაღლითობა, აზარტული თამაშების დაწესებულებების მართვა.

მინგის ოჯახი საქმიანობას მიანმარის ქალაქ ლაუკაინგში ეწეოდა. ეს ქალაქი მიანმარისა და ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

მინგების კლანმა სხვადასხვა თაღლითური სქემით ნამდვილი იმპერია შექმნა. ეს იმპერია კი 2023 წელს დაინგრა, როდესაც ისინი დააკავეს და ჩინეთს გადასცეს. მინგები მიანმარის ეთნიკურმა პოლიციამ დააკავა და ქალაქზე კონტროლი მოიპოვა.

გაეროს შეფასებით, ასობით ათასი ადამიანი ამ ოჯახის საქმიანობის გამო, ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა მიანმარსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში მათ შორის ათასობით ჩინელია.

  • რა არის ცნობილი მინგის ოჯახზე?

მინგის ოჯახი მიანმარის მაფიოზური კლანებიდან ერთ-ერთია. სხვა მაფიოზურ კლანებს შორის არის ბაის ოჯახი, რომლის 5 წევრსაც ასევე მისჯილი აქვთ სიკვდილი. დაკავებულები არიან ვეის და ლიუს ოჯახების წევრებიც, თუმცა მათი სასამართლო ჯერჯერობით დასრულებული არ არის.

  • მინგის ოჯახის სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა, თუმცა გასულ წელს, განაჩენის გამოტანისას დასწრების უფლება 160-ზე მეტ ადამიანს მიეცა, მათ შორის მსხვერპლთა ოჯახებს.

მინგის ოჯახის კიდევ 20-ზე მეტ წევრს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

თავიდან აზარტული თამაშები და პროსტიტუცია ამ ოჯახების შემოსავლის მთავარი წყარო იყო, ამ ყველაფერს კი შემდეგ ონლაინ თაღლითობაც დაემატა.