კოლუმბიის ჩრდილოეთ ნაწილში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 15 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ქვეყნის სახელმწიფო ავიაკომპანია Satena-მ მოგვიანებით გაავრცელა, მისი თვითმფრინავი - Beechcraft 1900 „სასიკვდილო ავარიაში მოყვა“, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ნამსხვრევები მთიან რაიონში იპოვეს.
კომპანიის განცხადებით, თვითმფრინავთან კონტაქტი ვენესუელას საზღვართან, დაგეგმილ დაშვებამდე 11 წუთით ადრე დაიკარგა.
ქალაქ ნორტე სანტანდერის გუბერნატორმა განაცხადა, რომ შვიდი დაღუპულის ცხედარი უკვე იპოვეს. სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება.
იხილეთ ასევე: