ავტორი:

მასშტაბური შემცირება Amazon-ში - კომპანია გეგმავს 16 000 თანამშრომელი გაათავისუფლოს

მასშტაბური შემცირება Amazon-ში - კომპანია გეგმავს 16 000 თანამშრომელი გაათავისუფლოს

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Amazon-მა დაადასტურა, რომ სამუშაო ადგილების შემცირების ფარგლებში 16 000 თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვს.

მანამდე, აშშ-ში, კანადასა და კოსტა რიკაში მცხოვრებ და დასაქმებულ თანამშრომლებს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდათ შეტყობინება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. თუმცა, სავარაუდოდ ეს გაპარული შეცდომა იყო, რადგან წერილი მალევე წაიშალა.

  • მოგვიანებით Amazon-მა დაადასტურა, რომ მართლაც გეგმავს სამუშაოა ადგილების მასშტაბურ შემცირებას "ბიუროკრატიის აღმოფხვრის“ გეგმის ფარგლებში.

Amazon-ში მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან დაახლოებით 350 000 კორპორატიულ სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებს.

უცნობია, თუ რომელ რგოლში განხორციელდება სამუშაო ადგილების შემცირება ან რომელ ქვეყნებში დასაქმებულებზე იმოქმედებს ცვლილება.

წყარო