ავტორი:

აშშ-ში აღმოჩენილია სეისმურად აქტიური ადგილი, რომელმაც შესაძლოა, დამანგრეველი მიწისძვრა გამოიწვიოს - რას ამბობენ ამერიკელი მეცნიერები

აშშ-ში აღმოჩენილია სეისმურად აქტიური ადგილი, რომელმაც შესაძლოა, დამანგრეველი მიწისძვრა გამოიწვიოს - რას ამბობენ ამერიკელი მეცნიერები

აშშ-ში, კალიფორნიაში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს სეისმურად აქტიური ადგილი, რომელმაც შესაძლოა, 8 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრა გამოიწვიოს.

"რეგიონში მიწისძვრის რისკს მკვეთრად არასაკმარისად ვაფასებთ", - ნათქვამია ჟურნალ "Science“-ში გამოქვეყნებულ სეისმურ კვლევაში.

  • "თუ ჩვენ არ გვესმის ტექტონიკური პროცესების არსი, სეისმური საფრთხის პროგნოზირება ძნელია“, - განაცხადა კვლევის თანაავტორმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის დედამიწისა და პლანეტარული მეცნიერებების პროფესორმა, ამანდა თომასმა.

საქმე ეხება სამმაგ შეერთებას - წყნარ ოკეანეში მდებარე სეისმურად აქტიურ ზონას, სადაც სამი ტექტონიკური ფილა იყრის თავს. სწორედ ეს გახდა 1992 წელს ჰუმბოლდტის ოლქში მომხდარი 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრის მიზეზი .

  • როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, "სამმაგი შეერთება“ თავის მხრივ, ხუთი მოძრავი ტექტონიკური ფირფიტისგან შედგება, რომელთაგან ორი ზედაპირის ქვეშ არის დამალული. ეს რეგიონში მცხოვრები მილიონობით ადამიანისთვის საშიშ შედეგებს გამოიწვევს.

კოლორადოს შტატის ქალაქ გოლდენში მდებარე აშშ-ის გეოლოგიური საფრთხეების ცენტრის ხელმძღვანელმა, დევიდ შელიმ, ეს აღმოჩენა აისბერგის წვერის დანახვას შეადარა.

"ზედაპირზე ცოტა რამ შეიძლება დაინახო, თუმცა არ ვიცით რა იმალება სიღრმეში“, - განაცხადა მან.

წყარო