“აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური დარტყმის განხორციელებას განიხილავს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის ქვეყნის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შეზღუდვის შესახებ წინასწარმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო,“ - ამის შესახებ CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროების ცნობით, “ტრამპს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება შემდგომი ქმედებების შესახებ, თუმცა მიაჩნია, რომ აშშ-ის სამხედრო ვარიანტები გაფართოვდა.“
რაც შეეხება თეირანის პოზიციამ, დონალდ ტრამპის განცხადებების საპასუხოდ, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაუყოვნებლივ უპასუხებენ აშშ-ის ნებისმიერ სამხედრო ქმედებას. ხოლო უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი, თავდასხმის შემთხვევაში ისრაელზე თავდასხმით იმუქრება.
აშშ-ის USS Abraham Lincoln-ის საჰაერო ხომალდის დამრტყმელი ჯგუფი ორშაბათს შევიდა ინდოეთის ოკეანეში და აგრძელებს ირანთან მიახლოებას.
იხილეთ ასევე: