როგორც აღმოჩნდა, ძალაუფლებისკენ მიმავალი გზა ყველასთვის სხვადასხვაგვარია. პოლიტიკური სისტემების საკვანძო ფიგურებმა კარიერა მოკრძალებული ან არატრადიციული პროფესიებით დაიწყეს - თუმცა ამას არ შეუძლია ხელი მიზნისკენ ევლოთ და საბოლოოდ, ქვეყნების მოქმედი ან ყოფილი მმართველებიც კი გახდნენ.
მაგალითად, ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო, რომლის მმართველობაც ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ დასრულდა, სანამ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა, კარაკასში ავტობუსის მძღოლად მუშაობდა.
2013 წელს, უგო ჩავესის გარდაცვალებიდან მალევე ნიკოლას მადურო, ეროვნულ ტელევიზიაში გამოჩნდა და განაცხადა, რომ მისი გარდაცვლილი პოლიტიკური მენტორი პაწაწინა მგალობელი ჩიტის სახით გამოეცხადა.
„მე ვიგრძენი მისი [ჩავესის] სული. ვიგრძენი, როგორ გვლოცავდა და გვეუბნებოდა: „დღეს ბრძოლა იწყება. წადით გამარჯვებისკენ, მიიღეთ ჩვენი კურთხევა“, - განუცხადა მადურომ მილიონობით მაყურებელს პირდაპირ ეთერში.
ის საკმაოდ გაჭირვებულ ოჯახში გაიზარდა. ნარენდრა ბავში იყო, როდესაც რკინიგზის სადგურზე ჩაის ყიდდა, დედამისი კი ჭურჭელს რეცხავდა.
მილიარდობით დოლარის ღირებულების საგვარეულო ბიზნესი ტრამპს ბაუისგან ერგო. პოლიტიკური კარიერის პარალელურად, ტრამპების დინასტია ფლობს უძრავი ქონების დიდ წილს აშშ-ში და სხვა ქვეყნებში.
პოლიტიკურ კარიერმადე ის 17 წლის განმავლობაში კგბ-ში, აგენტად მუშაობდა. სამსახური მოგვიანებით გაიყო ფედერალურ უშიშროების სამსახურად (ფსბ) და რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურად (სვრ).
ჯონსონმა ოქსფორდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა The Times-ში დაიწყო, თუმცა ციტატის გაყალბების გამო გაათავისუფლეს.
მოგვიანებით ის The Daily Telegraph-თვის წერდა.
პოლიტიკით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც პოლიციის მიერ, გაფიცული მუშების დახვრეტას შეესწრო.
ტუსკი 1980 წელს შეუერთდა „სოლიდარობას“ და გახდა მოძრაობის ერთ-ერთი გამოჩენილი ინტელექტუალი. 1981 წელს საომარი მდგომარეობის დაწესების შემდეგ, დონალდ ტუსკი ბუხრების მღებავად მუშაობდა.
მან კომედიის თამაში 17 წლის ასაკში დაიწყო. 2015 წელს ითამაშა საკრალურ ტელესერიალში „ხალხის მსახური“, სადაც უკრაინის პრეზიდენტის როლს ასრულებდა. ოთხი წლის შემდეგ, 2019 წლის აპრილის არჩევნებში ის პრეზიდენტად აირჩიეს.
ახალგაზრდა სილვიო ხმელთაშუა ზღვაში, კოსტას საკრუიზო გემებზე მუშაობდა რათა მისი სწავლის საფასური გადაეხადა.
მოგვიანებით ბერლუსკონი აღნიშნავდა, რომ სცენაზე გამოსვლებმა “მას ასწავლა ყველაფერი საზოგადოებასთან შესახებ.“