აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ნიკი მინაჟის გრძელი ფრჩხილები და ამიტომ, ფრჩხილების გაზრდას აპირებს. აღსანიშნავია, რომ რეპერი პრეზიდენტის მხარდამჭერია და გასულ ოთხშაბათს ის "ტრამპის ანგარიშების სამიტსაც" დაესწრო.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნიკი მინაჟმა შეაქო ტრამპის ინიციატივა აშშ-ში დაბადებული ჩვილებისთვის საინვესტიციო ანგარიშების შექმნასთან დაკავშირებით. CNBC- ის ცნობით, მინაჟი ამ ანგარიშზე 150 000-დან 300 000 დოლარამდე თანხის შეტანას გეგმავს.
თითოეული ანგარიში გაიხსნება მთავრობის მიერ ერთჯერადი 1000 აშშ დოლარის საწყისი შენატანით, ანგარიშში ყოველწლიურად 5000 აშშ დოლარის შეტანა იქნება შესაძლებელი.

"ალბათ პრეზიდენტის ნომერ პირველი ფანი ვარ და ეს არ შეიცვლება. რასაც ხალხი ამბობს, საერთოდ არ მოქმედებს ჩემზე. პირიქით – კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ მეტი მხარდაჭერა გამოვუცხადო მას. არც ცილისმწამებლურ კამპანიებს ექნება შედეგი. მის უკან დიდი ძალა დგას და ღმერთი იცავს", - თქვა ნიკი მინაჟმა.
"ორივე მიყვარს. ორივეს აქვს საოცარი უნარი, იყოს ადამიანი, რომელთანაც მარტივად აიგივებ თავს.“ - განაცხადა მაშინ რეპერმა.