ბრინჯაოს ხანის ოქროს საგანძურის შესწავლის შემდეგ, მკვლევრები გასაოცარ აღმოჩენას გადააწყდნენ. როგორც აღმოჩნდა, მქრქალი სამაჯური და ოქროთი მორთული ნახევარსფერო არა მიწისქვეშ მოპოვებული ლითონისგან, არამედ ციდან ჩამოვარდნილი მეტეორიტებისგან მიღებული რკინისგან იყო გამოჭედილი.
“ვილენას საგანძური“ 66 ნივთისგან შემდგარი განძია. ძირითადად ყველა ოქროსგანაა დამზადებული და 1963 წელს, ალიკანტეს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. საგანძური მთელ ევროპაში ბრინჯაოს ხანის სამკაულების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშად ითვლება.
კოლექციის ასაკის დადგენა ორი ნივთის: პატარა ნახევარსფეროსა და ერთი სამაჯურის გამო გართულდა. ორივე ნივთს აქვს ის, რასაც არქეოლოგები „რკინისებრი“ გარეგნობას უწოდებენ - ანუ, როგორც ჩანს, ისინი რკინისგან არის დამზადებული.
საქმე იმაშია, რომ პირენეის ნახევარკუნძულზე რკინის ხანა მხოლოდ ძვ. წ. 850 წელს დაიწყო. ოქროს მასალები კი ძვ. წ. 1500-დან 1200 წლამდე თარიღდება. ამიტომ, რკინის მსგავსი არტეფაქტების ვილენას საგანძურის კონტექსტში მოაზრება რთული აღმოჩნდა.
თუმცა, დედამიწის ქერქიდან მოპოვებული რკინის მადანი არ არის ერთადერთი წყარო. მსოფლიოში არსებობს რკინის ხანამდელი მრავალი არტეფაქტი, რომლებიც მეტეორიტის მასალისგან არის გამოჭედილი.
მეტეორიტებისგამ მოპოვებულ რკინაში ნიკელის შემცველობა გაცილებით მაღალია, ვიდრე დედამიწის ქერქიდან მოპოვებულ რკინაში. ამიტომ, მკვლევარებმა საფუძვლიანად შეისწავლეს ორი განსაკუტრებული არტეფაქტი.
შედეგები მიუთითებს, რომ ნახევარსფერო და სამაჯური მეტეორიტებისგან მიღებული რკინისგან დაამზადეს.
იხილეთ ასევე: