ავტორი:

Tesla ჰუმანოიდი რობოტების მასობრივ წარმოებას იწყებს: ისინი ყველაფერს გააკეთებენ - სახლის დალაგებიდან დაწყებული, ქირურგიული ოპერაციებით დასრულებული

Tesla ჰუმანოიდი რობოტების მასობრივ წარმოებას იწყებს: ისინი ყველაფერს გააკეთებენ - სახლის დალაგებიდან დაწყებული, ქირურგიული ოპერაციებით დასრულებული

2010-იანი წლების შუა პერიოდში Tesla - ს ელექტრომობილების ინდუსტრიაში წამყვანი პოზიცია ეკავა, მისმა ელეგანტურმა, სწრაფმა მანქანებმა მთელ ეპოქაზე მოახდინეს გავლენა და მანამდე საზოგადოებაში ელექტრომობილებზე დამკვიდრებული სტერეოტიპები სრულიად შეცვალეს.

დღეს ჩინეთიდან მზარდი კონკურენციისა და აშშ-ში ელექტრომობილების საგადასახადო შეღავათის გაუქმების ფონზე კომპანია და მისი ექსტრავაგანტური ხელმძღვანელი გაცილებით უფრო მკაცრ კონკურენციასა და პოლიტიკურ წინააღმდეგობებს აწყდება. 2025 წელს Tesla-ს ელექტრომობილების გაყიდვების მოცულობა რეკორდულად - 9%-ით დაეცა, თუმცა მასკი დანებებას არ აპირებს და აცხადებს რომ Tesla-ს მომავალი მანქანებზე კი არა, ჰუმანოიდ რობოტებზე არის დაფუძნებული.

ოთხშაბათს, Tesla-ს ფინანსური შედეგების პრეზენტაციის დროს, ილონ მასკმა პირდაპირ განაცხადა, რომ მანქანებს რობოტებით ჩაანაცვლებს.

“Fremont - ის ქარხანაში Model S- ისა და Model X- ის საწარმოო სივრცეს Optimus - ის ქარხნად გადავაკეთებთ, ჩვენი გრძელვადიანი მიზანს წარმოადგენს, რომ ამავე SX სივრცეში წელიწადში 1 მილიონი Optimus -ის ტიპის რობოტი ვაწარმოოთ“, - განაცხადა მილიარდერმა.

ილონ მასკის მიერ დახატული მომავალი კლასიკურ სამეცნიერო - ფანტასტიკურ ოცნებას წარმოადგენს. მისი თქმით Tesla-ს Optimus რობოტები ყველაფერს გააკეთებენ - სახლის დალაგებიდან დაწყებული, ქირურგიული ოპერაციების ჩატარებით დასრულებული.

მისი განცხადებით, Optimus - ი მსოფლიოში სიღარიბეს აღმოფხვრის, ადამიანური შრომას ნებაყოფლობით, არჩევით საქმიანობად აქცევს და კაცობრიობას მარსზე დამკვიდრებაში დაეხმარება.

მასკის მტკიცებით, რობოტები გაყიდვაში 2027 წლის ბოლოდან გამოვა.

თუმცა როგორც კრიტიკოსები ამტკიცებენ, ყველა ეს განცხადება Tesla-ს ძირითადი საავტომობილო ბიზნესისგან ყურადღების გადატანას ემსახურება. გარდა ამისა უკვე მრავალი კომპანია სერიოზულად მუშაობს ჰუმანოიდი რობოტების შექმნაზე.

მასკის განცხადებებში კიდევ ერთი ფაქტორია საგულისხმო, იმ ერთი ტრილიონი დოლარის ღირებულების ანაზღაურების პაკეტის სრულად მისაღებად, რომელიც აქციონერებმა შარშან დაამტკიცეს, მან 10 წლის განმავლობაში 1 მილიონი Optimus რობოტი უნდა აწარმოოს.

აღნიშნულ სფეროში Tesla ერთადერთი მოთამაშე არ არის. Hyundai და Google DeepMind უახლოეს თვეებში საკუთარ ჰუმანოიდ რობოტს სახელწოდებით Atlas შიდა გამოყენების მიზნით წარმოებაში უშვებენ. იანვარში CES - ის ტექნოლოგიურ გამოფენაზე Nvidia-მ, Qualcomm-მა და Intel-მა ჰუმანოიდი რობოტები წარმოადგინეს, რომლებიც მათი ჩიპებითა და ტექნოლოგიებით მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს უკვე 90-ზე მეტ კომპანიას გააჩნია ჰუმანოიდი რობოტის პროდუქტი და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება, განსაკუთრებით აშშ-სა და ჩინეთში., როგორც ვარაუდობენ, 2050 წლისთვის ჰუმანოიდი რობოტების ბაზრის მოცულობამ შეიძლება 5 ტრილიონი დოლარი შეადგინოს.

წყარო