ავტორი:

თსუ-სთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით ტექნიკური უნივერსიტეტისკენ მიემართებიან

თსუ-სთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით ტექნიკური უნივერსიტეტისკენ მიემართებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი სტუდენტები მსვლელობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსისკენ მიემართებიან.

სტუდენტების თქმით, ისინი სტუ-სთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან და დაანონსებულ რეფორმას ერთად გააპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებას აპროტესტებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე.

მანამდე თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილმა სტუდენტებმა რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრა მოითხოვეს. ისინი აცხადებენ, რომ ჯაბა სამუშია ვალდებულია, უნივერსიტეტი სახელმწიფოს ჩარევისგან დაიცვას.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ჯაბა სამუშია სტუდენტებს არ შეხვდება.