ჩვენ აქტიური ცხოვრების რიტმით ვცხოვრობთ. სამსახური, შეხვედრები, მგზავრობა, დღის და საღამოს გეგმები, დრო ყოველთვის ცოტაა და ამ ნაკადში ყველაზე ნაკლებად საყოფაცხოვრებო საკითხებზე ფიქრი გვსურს.
სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი სერვისები, რომლებიც კი არ გვაფერხებენ, არამედ ჩვენს ტემპს ერგებიან. თელმიკოს პირადი კაბინეტი სწორედ ასეთია.
ნებისმიერ დროს - შეხვედრებს შორის, გზაში თუ გვიან საღამოს, შეგვიძლია გავხსნათ პირადი კაბინეტი და მყისიერად ვნახოთ ყველა საჭირო ინფორმაცია: ბალანსი, დარიცხვები და გადახდების ისტორია. გადასახადის ონლაინ გადახდა სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი, რიგების და სამუშაო გრაფიკზე დამოკიდებულების გარეშე.
თუ რამდენიმე ობიექტი გაქვთ - ნაქირავები ბინა, საკუთარი საცხოვრებელი თუ სამუშაო ფართი, მათი მართვა ერთ სივრცეში მარტივადაა შესაძლებელი. საჭიროების შემთხვევაში კი, შეგიძლიათ დისტანციურად გააფორმოთ ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიწოდებაზე, ვიზიტებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე.
კითხვის გაჩენის შემთხვევაში, ინტეგრირებული ვებ-ჩატი საშუალებას გაძლევთ სწრაფად მიიღოთ პასუხი და განაგრძოთ საქმე ისე, რომ არ ჩამორჩეთ თქვენი ცხოვრების რიტმს.
თელმიკოს პირადი კაბინეტი მუშაობს 24/7-ზე. ეს არის მარტივი ინსტრუმენტი, რომელიც გეხმარებათ მნიშვნელოვანი საკითხების სწრაფად მოგვარებაში მაშინ, როცა ეს თქვენთვის ნამდვილად მოსახერხებელია.
R