ინდონეზიაში, აჩეჰის პროვინციაში, პოლიციამ წყვილი შარიათის კანონით გაასამართლა და 140-ჯერ წკეპლის დარტყმა მიუსაჯა - მიზეზი ალკოჰოლის მიღება და ქორწინების გარეშე სექსია.
აჩეჰის პროვინციაში დაუქორწინებელ წყვილს შორის სექსუალური ურთიერთობა მკაცრად აკრძალულია.
როგორც ამ პროვინციის შარიათის პოლიციის უფროსმა, მუჰამედ რაზალმა AFP-ს განუცხადა, წყვილს ჯამში 140-ჯერ დარტყმა მიესაჯა - 100 ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის.
"ჩვენ გამონაკლისს არ ვუშვებთ, განსაკუთრებით ჩვენივე წევრებისთვის", - თქვა მედიასთან ადგილობრივი პოლიციის უფროსმა.