თურქული სერიალების სამყაროში მას „ხასიათის მსახიობს“ უწოდებენ. ადამიანს, რომელსაც შეუძლია ერთი გამოხედვით გადმოსცეს შიშიც, სიყვარულიც და სინანულიც. თუმცა, სანამ საკულტო „ჩუქურის“ ვარსკვლავი და მილიონობით ადამიანის კუმირი გახდებოდა, ნეჯიპ მემილიმ ისეთი გზა გაიარა, რომელიც თავადაც ჰგავს დრამატული სერიალის სცენარს.

მძიმე ბავშვობა და ადანის ქუჩის აკადემია
ნეჯიპ მემილი 1980 წელს, თურქეთის ქალაქ ადანაში დაიბადა. ოჯახი, სადაც სამი ვაჟი იზრდებოდა, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მამა - პროფესიით შემდუღებელი, დედა კი დიასახლისი იყო. ნეჯიპი, როგორც უფროსი შვილი, ადრეულ ასაკშივე მიხვდა, რომ თუ გადარჩენა უნდოდა, უნდა ეშრომა.
სანამ კონსერვატორიაში ჩააბარებდა, ის ავეჯის საამქროში მუშაობდა.
სწორედ ადანის ქუჩებში მიღებულმა გამოცდილებამ ჩამოაყალიბა ის მებრძოლი ხასიათი, რამაც მოგვიანებით ეკრანზე კრიმინალური ავტორიტეტების როლების შესრულებისას საყოველთაო აღიარება მოუტანა.

გვიანი ტრიუმფი და „ჯუმალი კოჩოვალის“ ფენომენი
ბევრმა არ იცის, რომ ნეჯიპის გზა დიდებამდე ძალიან გრძელი აღმოჩნდა. წლების განმავლობაში ის მეორეხარისხოვან როლებს სჯერდებოდა ისეთ სერიალებში, როგორიცაა „ფოთოლცვენა“ და „დიდებული საუკუნე: ქოსემი“. თუმცა, ნამდვილი აფეთქება 2018 წელს მოხდა, როდესაც ის სერიალ „ჩუქურის“ გუნდს შეუერთდა.
მისი პერსონაჟი, ჯუმალი კოჩოვალი, იმდენად რეალური და მრავალწახნაგოვანი აღმოჩნდა, რომ მემილი ერთ ღამეში იქცა მსოფლიო დონის ვარსკვლავად. თურქულ მედიაში წერდნენ, რომ გადასაღებ მოედანზე ნეჯიპი იმდენად შედიოდა როლში, რომ მისი ხშირად კოლეგებსაც კი ეშინოდათ. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჰქონდა რამდენიმე ხმამაღალი დაპირისპირება გადამღებ ჯგუფთან, რადგან ყველა სცენისგან მაქსიმალურ სრულყოფილებას ითხოვდა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოებები და სკანდალური ქორწინება
ნეჯიპ მემილი წლების განმავლობაში „თავისუფლებისმოყვარე უცოლოს“ იმიჯს ატარებდა. მის გარშემო ყოველთვის ბევრი ლამაზი ქალი იყო, თუმცა მსახიობი სერიოზულ ურთიერთობებს ერიდებოდა. ყველაფერი შეიცვალა 2020 წლის იანვარში, როდესაც მან მოულოდნელად ცნობილ ივენთ-მენეჯერზე, დიდემ დაიჯიოღლუზე იქორწინა.

თურქული ტაბლოიდები მაშინვე აჭრელდა სკანდალური სათაურებით: „ქორწინება იძულებით?“. მედია ამტკიცებდა, რომ 40 წლის მსახიობმა დაოჯახება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაიგო, რომ მისი რჩეული ორსულად იყო. ქორწილიდან სულ რაღაც 6 თვეში მათ ქალიშვილი, ასია შეეძინათ. მიუხედავად ბოროტი ხმებისა, წყვილი დღემდე ბედნიერად ცხოვრობს და ნეჯიპი ყოველ ინტერვიუში ხაზს უსვამს, რომ დიდემმა მისი ცხოვრება დაამშვიდა.

ტრაგედია, რომელმაც მსახიობი შეცვალა
მემილის ცხოვრებაში ყველაზე დიდი დარტყმა მამის გარდაცვალება აღმოჩნდა. ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ მამა შვილიშვილის დაბადებას ვერ მოესწრო. „მამაჩემი ჩემი მთავარი გულშემატკივარი იყო. მან ვერ ნახა ასია, ამიტომ ჩემს ქალიშვილს რომ ვუყურებ, მასში მამაჩემის სულის ნაწილს ვხედავ. ეს ტკივილი ჩემში მუდმივად ცოცხლობს“, - ამბობს მსახიობი.

ინსაიდერები ამბობენ, რომ მამის სიკვდილის შემდეგ ნეჯიპი კიდევ უფრო ჩაიკეტა საკუთარ თავში, თუმცა მთელი ენერგია ოჯახსა და სპორტს მიმართა. დღეს ის 45 წლისაა, თუმცა ისეთ ფიზიკურ ფორმაშია, რომ ბევრ ახალგაზრდა კოლეგას სჯობს.
საინტერესო ფაქტები, რომლებიც მის შესახებ არ იცოდით:

დღეს ნეჯიპ მემილი კვლავ მწვერვალზეა. სერიალი „სკივრის სურნელი“ (Sandık Kokusu), სადაც ის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, რეიტინგების სათავეშია. ადანელი ბიჭის ისტორია გრძელდება და როგორც თავად ამბობს, მისი საუკეთესო როლი ჯერ კიდევ წინ არის.
წაიკითხეთ ასევე: