ავტორი:

"ერთ მისამართზე, ხუხულაში, ყალბი NGO-ები რეგისტრირდებიან, რომლებსაც კავშირი არ აქვთ ესტონეთში არაკომერციულ საქმიანობასთან" - პაპუაშვილი

"ერთ მისამართზე, ხუხულაში, ყალბი NGO-ები რეგისტრირდებიან, რომლებსაც კავშირი არ აქვთ ესტონეთში არაკომერციულ საქმიანობასთან" - პაპუაშვილი

ერთ მისამართზე, ერთ-ერთ ხუხულაში, სადაც არანაირი ოფისი არ არის, ყალბი NGO-ები რეგისტრირდებიან, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ესტონეთში არაკომერციულ საქმიანობასთან - მნიშვნელოვანია გავიგოთ ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან აფინანსებდნენ თუ არა ამ თაღლითურ სქემას ევროპული ფულით და იყენებდნენ თუ არა ყალბ NGO-ებს საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ NGO-ების ერთადერთი დანიშნულება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით ფულის გამტარობაა.

  • პაპუაშვილის შეფასებით, ეს არის საერთაშორისო თაღლითური სქემა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში პოლიტიკის დაფინანსების და საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობისა.

„რაზეც ევროკომისარი კოსი საუბრობდა, რომ ეძებენ გზებს, კანონის გვერდის ავლით როგორ მიაწოდონ თანხები მათ NGO-ებს, ეს ზუსტად ის გზებია, რასაც ეძებენ, ზოგი აქამდე ჰქონდათ ნაპოვნი, ზოგს ეძებენ. ეს არის საერთაშორისო თაღლითური სქემა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში პოლიტიკის დაფინანსების და საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობისა. ვხედავთ, როგორ არის ამაში ჩართული ევროპის სხვადასხვა სტრუქტურა და როგორ ხდება ამის ხელშეწყობა. ერთ მისამართზე, ერთ-ერთ ხუხულაში, სადაც არანაირი ოფისი არ არის, ყალბი NGO-ები რეგისტრირდებიან, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ესტონეთში არაკომერციულ საქმიანობასთან. ამ ყალბი NGO-ების ერთადერთი დანიშნულებაა, იყვნენ საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით ფულის გამტარი. ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვცა მანდატი, რომ მოგვეწესრიგებინა საქართველოს პოლიტიკაში უცხოური ფულის შემოდინების საკითხი. 2024 წლის არჩევნებში ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის კანონს და თქვა, რომ ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება - იქნება ეს რუსული, გერმანული, ფრანგული, ესტონური, ჰოლანდიური თუ ევროკავშირული ფული. საქართველოს პოლიტიკაში არცერთ უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება. ეს არღვევს საერთაშორისო სამართლის წესრიგს და ის, რაც ევროკავშირის რეპუტაციას უთხრის ძირს. ახლა მნიშვნელოვანია გავიგოთ ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან აფინანსებდნენ თუ არა ამ თაღლითურ სქემას ევროპული ფულით და იყენებდნენ თუ არა ამ ყალბ NGO-ებს საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლისთვის და იმისთვის, რომ შემოეტანათ პოლიტიკური ფული.

მარტივი წესი არსებობს გრანტების კანონით - თუ გინდა უცხო სახელმწიფოს ან ორგანიზაციას, საქართველოში ფული დახარჯო ისეთ საკითხებზე, რომელიც გავლენას ახდენს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, კეთილი ინებე და ქართველ ხალხს ჰკითხე. ბრიუსელის ბიუროკრატები გვეუბნებიან, რომ მათ არ აინტერესებთ ქართველი ხალხი და არ აპირებენ, ჰკითხონ ქართველ ხალხს, რაში დახარჯონ ფული. ეს ქვეყანა მიაჩნიათ დაქვემდებარებულ, მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ, რომელშიც უნდა შემოვიდნენ და მისიონერებივით აქ ძალად თავს უნდა მოგვახვიონ თავიანთი აზრები და ფული ისე უნდა ხარჯონ საქართველოში. ამის გამოძახილი იყო სწორად ის დაიცინირებული კანონპროექტები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.