ავტორი:

"დიდი კარი იხსნება ესპანეთში ქართველებისთვის - მათ ლეგალური დასაქმების უფლება ექნებათ" - ვის შეეხება უპრეცედენტო გადაწყვეტილება

"დიდი კარი იხსნება ესპანეთში ქართველებისთვის - მათ ლეგალური დასაქმების უფლება ექნებათ" - ვის შეეხება უპრეცედენტო გადაწყვეტილება

"დიდი კარი იხსნება ქართველებისთვის ესპანეთში, ადამიანებს ლეგალური დასაქმების უფლება ექნებათ," - ასე აფასებს ესპანეთში იურიდიული კომპანია Geolexis ვალენსიის რეგიონის წარმომადგენელი ნათია ალანია ქვეყნის მინისტრთა საბჭოს 27 იანვრის გადაწყვეტილებას, რომელიც მიზნად ისახავს იმ მიგრანტების ლეგალიზებას, რომლებიც წლებია ესპანეთში არალეგალურად ცხოვრობენ და მუშაობენ.

  • ესპანეთის მთავრობის წინასწარი განცხადებების მიხედვით, აღნიშნული პროცესი შეეხება ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ რეგულარიზაციის მექანიზმს ბოლო წლების განმავლობაში.

რა გავლენას იქონიებს მიღებული გადაწყვეტილება ქართველ ემიგრანტებზე? - ამ და სხვა საკითხებზე ნათია ალანია „ბიზნესპრენიუსს“ დეტალურად ესაუბრა.

როგორც ნათია ალანია გვიყვება, გადაწყვეტილება ესპანეთში მყოფი ქართველებისთვის ბევრ ახალ შანსს აჩენს.

"მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ისეთი უპრეცედენტო ღონისძიება, რომელიც 20 წელია ესპანეთში არ განხორციელებულა. ეს შეეხება 500 ათასზე მეტ ადამიანს, მათ შორის, ქართველებსაც. მთავრობა ვარაუდობს, რომ ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება 2026 წლის აპრილის ბოლოდან 30 ივნისამდე. კიდევ უფრო მეტი დეტალი თებერვალში გახდება ცნობილი.

ეს ეხებათ პირებს, რომლებიც 2025 წლის 31 დეკემბრამდე შემოვიდნენ ესპანეთში. ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ ცხოვრობდნენ/იმყოფებოდნენ ამ ტერიტორიაზე და არ ჰქონდათ ლეგალური სტატუსი. ასევე მათაც, ვინც ითხოვდა თავშესაფარს. მათთვის განსაკუთრებულად მარტივდება პროცედურები, რადგან საკმაოდ რთული იყო რეზიდენტობის მინიჭების საკითხი ასეთ ხალხზე. უმთავრესი მოთხოვნებია, აპლიკანტმა დაადასტუროს, რომ სწორედ ამ ვადებში ცხოვრობდა ესპანეთში. ამასთანავე, პირს არ უნდა ჰქონდეს კრიმინალური წარსული. აუცილებელია, წარადგინოს ნასამართლეობის ცნობა საქართველოდან და დაადასტუროს, დანაშაულის არქონა ესპანეთში....განაგრძეთ კითხვა