აშშ-ის სამხრეთ ნაწილში ზამთრის შტორმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა.
გადაუდებელი დახმარების სამსახურები ელექტროენერგიის აღსადგენად მუშაობას აგრძელებენ.


მხოლოდ მისისიპის შტატში ელექტროენერგიის გარეშე 95 000-ზე მეტი აბონენტია დარჩენილი. ამასთან, ელექტროენერგია 93 000-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება ტენესის შტატში.
სინოპტიკოსების თქმით, შაბათ-კვირას უკიდურესად დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.



ჩრდილოეთ ჯორჯიის, სამხრეთ კაროლინის, აღმოსავლეთ ტენესის, ჩრდილოეთ კაროლინის და სამხრეთ ვირჯინიის ნაწილში თოვლის საშიშროება გამოცხადდა. აღნიშნულ რეგიონებში თოვლის ფენამ შესაძლოა 38 სმ (15 ინჩი) შეადგინოს. სანაპირო ქარიშხლები და შტორმული ტალღები დამატებით საფრთხეს ქმნიან. მოსალოდნელია ქარბუქი, რაც რეგიონში ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვას და რთულ საგზაო პირობებს გამოიწვევს.
აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ეს შესაძლოა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი ყინვა იყოს.


