ავტორი:

2000-იანი წლების ვარსკვლავი ნახევრად შიშველი გამოჩნდა - კრისტინა აგილერა პარიზის მოდის კვირეულზე: "მიჭირს საკუთარი თავის ადრეული ფოტოების ნახვა"

2000-იანი წლების ვარსკვლავი ნახევრად შიშველი გამოჩნდა - კრისტინა აგილერა პარიზის მოდის კვირეულზე: "მიჭირს საკუთარი თავის ადრეული ფოტოების ნახვა"

კრისტინა აგილერა პარიზის მოდის კვირეულზე ნახევრად შიშველი გამოჩნდა - 45 წლის მომღერალმა ახალი ფოტოები "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. გულშემატკივრები დადებით კომენტარებს არ იშურებენ და აგილერას "ტრანსფორმაციით" აღფრთოვანებულები არიან.

მომღერალმა მოდის კვირეულისთვის ტიულის შავი ქვედაბოლო შეარჩია. ლუქს ქერა თმა, თვალის მუქი მაკიაჟი და ბუნებრივი ფერის ტუჩსაცხი შეუხამა.

"კრისტინა... შესანიშნავი ტრანსფორმაციაა... შენ საკუთარი თავი გარდაქმენი“; „ნამდვილი ქალღმერთი“; "მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი ხარ“ - ვკითხულობთ კომენტარებში.

  • აღსანიშნავია, რომ მომღერალმა 2024 წლის შემდეგ წონაში საგრძნობლად დაიკლო. ინსაიდერმა Life & Style-ს განუცხადა, რომ მომღერალმა კალორიების მიღება დღეში 1600-მდე შეზღუდა.

„კრისტინა ზედმეტი წონის გამო თავს ენერგიულად აღარ გრძნობდა“, - თქვა მან.

2021 წლის მაისში, Health Magazine-თან საუბრისას, ქრისტინამ აღნიშნა: „ვფიქრობ, ყველას გვაქვს კარგი და ცუდი დღეები. "მიჭირს საკუთარი თავის ადრეული ფოტოების ნახვა, რადგან მახსოვს, თავს ძალიან დაუცველად ვგრძნობდი.

წყარო