ავტორი:

"იმედია, "მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება წვლილს შეიტანს საქართველოს მხრიდან ვალდებულებების შესრულებაში" - ნიდერლანდების საგარეო უწყება

"იმედია, "მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება წვლილს შეიტანს საქართველოს მხრიდან ვალდებულებების შესრულებაში" - ნიდერლანდების საგარეო უწყება

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო „საქართველოში არსებული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით“ შეშფოთებას გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება წვლილს შეიტანს საქართველოს მხრიდან ეუთო-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში.

  • ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ითანამშრომლოს და ხელი შეიწყოს მისიის მუშაობას.

სამინისტროს განცხადებას ნიდერლანდების საელჩო აქვეყნებს.

"ნიდერლანდებმა და ეუთოს მონაწილე 23-მა ქვეყანამ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა, რაც გულისხმობს ფაქტების დამდგენი მისიის შექმნას საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად.

ჩვენ რამდენჯერმე გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში არსებული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით, მათ შორის 2024 წლის ნოემბერში დემონსტრაციების დაწყებიდან მოყოლებული სხვადასხვა ანგარიშებში ასახულ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის არარსებობის გამო.

იმედი გვაქვს, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება წვლილს შეიტანს საქართველოს მხრიდან ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ითანამშრომლოს და ხელი შეიწყოს მისიის მუშაობას“, - ნათქვამია განცხადებაში.